Tuesday, May 15, 2018

რა ვქნათ მაშინ, როცა თანამშრომელთან მეგობრობა ემოციურად გვღლის

ერთ-ერთ სტატიაში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლებს შორის მეგობრობა პოზიტიურად აისახებაკომპანიის მიზნებზე. თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა მეგობრობა ხელს უშლის სამუშაოს შესრულებას? როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ პრობლემა უმტკივნეულოდ მოვაგვაროთ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობა სამუშაოს საზღვრებს სცილდება?

ექსპერტები ამბობენ:
ემპათია ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაში გვეხმარება. თუმცა, არსებობს ზღვარი, რომელიც უნდა გაავლო შენს კარიერულ მისწრაფებებსა და თანამშრომელთა პრობლემების გაზიარებას შორის. იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი შენს ენერგიაზე ნეგატიურად მოქმედებს და პროდუქტიულობას ამცირებს, გვეუბნება სიუზან დევიდი  „ემოციური სიმარჯვის“ ავტორი, „უნდა იმოქმედო, რომ ასეთი ურთიერთობა დასრულდეს“. პენსილვანიის უნივერსიტეტის სტიპენდიატი და მკვლევარი, ანი მაკკი, ავტორი წიგნისა, „როგორ ვიყოთ სამსახურში ბედნიერები“ ამბობს: „კარგად ჟღერს, რომ იყო ემპათიური, თუმცა ის მძიმე ვალდებულებად არ უნდა იქცეს“.