2010 წელს, გელათის მონასტერი UNESCO-ს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. 2014 წლიდან კი დაიწყო ძეგლის დაცვის რეალური გზების ძიება. მსოფლიო პრაქტიკაში, მსგავს სიტუაციებში ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ქართულ ბაზარზეც შესაძლებელი გახდა ისეთი კომპანიის პოვნა, რომელიც გელათის მონასტერზე მორგებულ ტექნოლოგიურ პროდუქტს შექმნიდა. პროდუქტს, რომელიც სპეციალისტებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეატყობინებდა. დღეისათვის, გელათის მონასტერს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ქართული კომპანია „ედისონის“ მიერ შექმნილი მონიტორინგის სისტემა „იცავს“.