საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, 2019 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა განისაზღვრა.
2019 წელს, მასწავლებელთა საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის, აპლიკანტებმა ტესტირებაში საგნების მიხედვით კონკრეტული რაოდენობის ქულები, ან მათზე მეტი უნდა დააგროვონ. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება დადასტურებულად პირის კომპეტენცია.
ჯამურად, აპლიკანტმა ქულათა 60% და მეტი უნდა დააგროვოს, რომ 10 კრედიტი მიიღოს და გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვალოს. საგნებისა და ზოგიერთ შემთხვევაში კლასების მიხედვით კი სხვადასხვა რაოდენობის ქულებია განსაზღვრული.
მინიმალური ზღვარი საგნებისა და კლასების მიხედვით
ქართული ენისა და ლიტერატურის (მე–7 – მე–12 კლასები); გეოგრაფიის (მე–7 – მე–12) კლასები; ისტორიის (მე–7 – მე–12 კლასები); ბიოლოგიის (მე–7 – მე–12 კლასები); ქიმიის (მე–7 – მე–12 კლასები); ფიზიკის (მე–7 – მე–12) კლასები; მათემატიკის (მე–7 – მე–12 კლასები); უცხოური ენების (1–ლი – მე–12 კლასები); სამოქალაქო განათლების (მე–7 – მე–12 კლასები); ქართულის, როგორც მეორე ენის (1–ლი – მე–12 კლასები); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (1–ლი – მე–9 კლასები); მუსიკის (1–ლი – მე–9 კლასები); სპორტის (1–ლი – მე–12 კლასები); ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6) კლასები; ქართული ენა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6 კლასები); მათემატიკის (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6 კლასები); ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბინებისმეტყველების (1–ლი – მე–4 კლასები) საგნის გამოცდაში და ასევე, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აპლიკანტმა იმისთვის, რომ საგნის გამოცდები ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%–ზე მეტი. კერძოდ:



