Thursday, March 11, 2021
Friday, December 11, 2020
Tuesday, December 3, 2019
რჩევა გარე დაკვირვების გასავლელ/მსურველ პედაგოგებს
1) ჩაატარეთ ცოცხალი, ერთი ჩვეულებრივი მუშა გაკვეთილი.
2) თემა და მიზანი გამოკვეთეთ. მიზანი უნდა იყოს მიღწევადი.
3) აქტივობები დაგეგმეთ მიზნის შესაბამისად. აქტივობებსაც რომ თავისი მიზანი უნდა, ეს არ დაგავიწყდეთ
4) შეფასებები უნდა იყოს მიზნის შესაბამისად. გამოიყენეთ ზოგადი და ჰოლისტური შეფასებაც. ( ეს ახალი არ არის რა თქმაუნდა.) რუბრიკები უნდა იცოდეს მოსწავლეებმა.
5) თუ მოსწავლეთა რაოდენობამ მოგცათ საშუალება, კლასის ორგანიზების ყველა ფორმა გამოიყენეთ. (ჯგუფები შეიძლება გააკეთოთ შერეულიც და შეიძლება ძლიერები ერთად დასვათ და სუსტები ერთად )
6) სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ჩართეთ ყველა მოსწავლე. (აღარაფერს ვამბობ სსსმმ-ზე), ეს ისედაც გეცოდინებათ.
7) თუ ბავშვი მცდარ აზრს დააფიქსირებს, ამით ქვეყანა არ იქცევა , შეეცადეთ ამ შემთხვევაში ბავშვი არ დათრგუოთ, სხვა ბავშვებს შეასწორებინეთ და მიიყვანე სწორ პასუხამდე.
8) არ გამოგეპაროთ დროის კონტროლი (მაგრამ ძაან შესამჩნევად ნუ გააკეთებთ ). ყოველი შემთხვევისთვის ერთი სათადარიგო აქტივობაც შემოინახეთ, თუ დრო მოგრჩათ. იმ შემთხვევისთვის. ან ერთი ისეთიც გქონდეთ, თუ დროში ვეღარ ეტევით, რომ შეელიოთ.
9) ძაან ბევრი აქტივობაც არ გამოიყენოთ, გადარბენა რომ არ გამოგივიდეთ
10) ბავშვებს მიაწოდეთ ეფექტური უკუკავშირი
Thursday, September 12, 2019
მასწავლებლის ბიბლიოთეკას ორი ახალი წიგნი შეემატა
მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამამ, მასწავლებლის ბიბლიოთკა ორი ახალი წიგნით გაამდიდრა.
წიგნის “საკლასო ოთახი,”ავტორები განიხილავენ საკლასო ოთახის სხვადასხვა ასპექტს, რადგან ამ მრავალფეროვან და განსხვავებულ სივრცეს რეალურად არ გააჩნია საზღვრები. საკლასო ოთახი – განათლების, მოსწავლეთა უფლებების, თავისუფლების, ცოდნისა და უნარების რეალიზების საუკეთესო საშუალებაა.
ავტორები გვთავაზობენ პრაქტიკულ მაგალითებს, როგორ გახადეს ეს სივრცე მოქნილი, პოზიტიური და დადებითი ემოციების მომცემი. სადაც მოსწავლეებს დაძლევინეს არასასურველი ქცევა, დაბნეულობა და შექმნეს ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეები გახდნენ აკადემიურად წარმატებულები. ავტორები გვისაბუთებენ, რომ საკლასო ოთახში არაფერია რუტინული, კონტროლი და შეფასებაც კი კლასის წარმატებაზეა ორიენტირებული. მოსწავლეებს რეალურად შეუძლიათ დაინახაონ თავიანთი თავი არა მარტო გარკვეული დროის განმავლობაში, არამედ პერსპექტივაშიც.
ავტორები მსჯელობენ, რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო ოთახის ღირებულებები: არასტანდარტული სწავლება, ინტერაქტიური გაკვეთილები, მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება/წარმოჩენა, ურთიერთზრუნვა, სწორი კომუნიკაცია და კიდევ ბევრი სხვა.
წიგნის “მე-მასწავლებელი, ავტორები ” მასწავლებლის პროფესიის იდუმალ, საინტერესო, რთულ და ჯადოსნურ ამბავზეა ეს წიგნი და პირველი მცდელობაა მასწავლებლებმა თავად ისაუბრონ პროფესიაზე, მათ გზაზე ამ პროფესიაში, ისაუბრონ მასწავლებლებზე, ვინც ცხოვრება გაუადვილა, შეუცვალა და მთავარი ღირებულებების შესახებ გაუმხილა.
„შენ, რომელმაც ახლა კითხვა დაიწყე, მინდა გითხრა, რომ ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდნელი ბედნიერებითა და თავს დატეხილი სიურპრიზებით. თუ მასწავლებელი ხარ და ეს შენი ცხოვრების წესია, ნუ გამიჯნავ მას რეალური ცხოვრებისგან და შენს მოსწავლეებს დაანახე, რომ ცხოვრება სევდიანიც შეიძლება იყოს, მხიარულიც, უცნაურიც, იდუმალიც; რომ ის ჭრელია და მთავარია, ამ სიჭრელეში ჩვენი ფერის პოვნა შევძლოთ; რომ თუ არ დავეცით, ვერ ავდგებით, ამიტომ დაცემა ზოგჯერ საჭიროც კია.
Tuesday, September 10, 2019
რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისა და მშობლის პოზიტიურ ურთიერთობას – თანამშრომლობის 12 გზა
მოსწავლის განვითარებაში მასწავლებელი და მშობელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მათი თანამშრომლობა კიდევ უფრო ზრდის მოზარდის მიღწევებს და მიისწრაფვის სკოლის გაუმჯობესებისკენ. ამას მისსოურის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, პედაგოგსა და მშობელს შორის დადებითი, ეფექტური კომუნიკაცია ხელს უწყობს მოსწავლეების წარმატებას და როგორც აღმოჩნდა, ამგვარი ურთიერთობის დამყარება მასწავლებლის მიღწევაა, მასზეა დამოკიდებული როგორ ითანამშრომლებს მოსწავლის მშობელთან.
მისსოურის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 100-ზე მეტი პედაგოგი მშობლებთან სწორი კომუნიკაციის წარმოების მისაღწევად სპეციალურ პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართეს. ასევე, ტრენინგებს მათ კლასის მენეჯმენტის საკითხებიც გაიარეს.
პედაგოგებმა შეისწავლეს,როგორ უნდა ითანამშრომლონ მშობლებთან იმ შემთხვევაშიც კი , თუ მათ ხშირად ვერ ნახულობენ. მკვლევრები კი მასწავლებლების შესაძლებლობებს ერთი სასწავლო წლის მანძილზე ცდიდნენ, აკვირდებოდნენ მოსწავლეების პროგრესს და მშობლების ჩართულობას შვილების სწავლაში.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, როცა მაღალი იყო მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის ხარისხი, მოსწავლეები იყვნენ ბევრად უფრო სოციალურები და ჰქონდათ მაღალი აკადემიური მოსწრება. ამასთან, მასწავლებელსა და მშობელს შორის კარგი ურთიერთობის შექმნა დიდწილად პედაგოგზეა დამოკიდებული. მას ევალება ამ კავშირის მართვა.
მასწავლებელსა და მშობელს შორის მჭიდრო ურთიერთობის შექმნის რამდენიმე გზა არსებობს:
1. ისწავლეთ მათი სახელები – საკუთარი სახელი ყველასთვის მნიშვნელოვანია და კარგი ურთიერთობის დამყარების პირველ ეტაპზე აუცილებელია, იცოდეთ თქვენი მოსწავლის მშობლის სახელი.
2. იყავით დაკვირვებული – სანამ გამოიყენებთ ფრაზას „თქვენი შვილი“ დარწმუნდით, რომ ის მართლაც შვილია. სანამ კარგად გაიცნობთ, ფრთხილად დაუსვით ღია კითხვები. გაითვალისწინეთ, რომ უამრავი ტიპის ოჯახი და მშობელი არსებობს – განქორწინებული, აყვანილი ბავშვით, დაუქორწინებელი, ქმრის შვილის აღმზრდელი…
3. გააკეთეთ განცხადება – უთხარით, რომ თქვენ მათთან თანამშრომლობა გსურთ და ყოველთვის მზად ხართ მითითებების მისაღებად.
4. ხშირი კომუნიკაცია – სასურველია, კვირაში ერთხელ გააცნოთ კლასის სიტუაცია. მშობლებს ყოველთვის აინტერესებთ, რა ხდება მათი შვილის კლასში, ასე რომ , ნუ დაადებთ ტაბუს ამ საკითხს. თამამად ისაუბრეთ პრობლემებზე და შეეცადეთ, მათთან ერთად იპოვოთ გადაჭრის გზები.
5. აცნობეთ კარგი ახალი ამბავი – თუ ბავშვმა მაღალი ქულა დაიმსახურა, წინა ნიშანი გამოასწორა ან რომელიმე პედაგოგმა თქვენთან შეაქო, დაუყოვნებლივ აცნობეთ ეს მის მშობელს.
Thursday, September 5, 2019
ვის შეუძლია გახდეს ტუტორი და რა ფუნქცია-მოვალეობები ეკისრება მას?! - განათლების მინისტრის ბრძანება
ტუტორი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ამავდროულად ის უნდა ასწავლიდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანს, საგნობრივ ჯგუფს სკოლაში და ფასილიტაციას უწევს მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების პროცესს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ ჰყავს არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი შესაბამის საგანში, მაშინ მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის კურსის ტუტორის შესარჩევად მიმართავს ცენტრს.
ტუტორის ფუნქციებია:
- დახმარება გაუწიოს მასწავლებლობის მაძიებელს ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრაში;
- გაუწიოს კონსულტაცია მასწავლებლობის მაძიებელს, გაუზიაროს მას პროფესიული გამოცდილება და მისცეს სათანადო რჩევები მაძიებლის საჭიროებებიდან გამომდინარე;
- ხელი შეუწყოს მასწავლებლობის მაძიებელს პროფესიული საქმიანობის წარმართვაში, მოტივაციის ამაღლებასა და სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაში;
- დახმარება გაუწიოს მასწავლებლობის მაძიებელს მის მიერ განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვაში და მასწავლებლობის მაძიებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში პროფესიულ საქაღალდეში განსათავსებელი დოკუმენტების შედგენაში;
- დაესწროს და მასწავლებლობის მაძიებელთან ერთად გააანალიზოს ჩატარებული გაკვეთილები ან სხვა პროფესიული საქმიანობის აქტივობები;
- ითანამშრომლოს ცენტრის წარმომადგენელთან ტუტორის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში;
- მონაწილეობას იღებს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასებაში.
Wednesday, June 12, 2019
2019 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელი ქულების ოდენობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, 2019 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა განისაზღვრა.
2019 წელს, მასწავლებელთა საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის, აპლიკანტებმა ტესტირებაში საგნების მიხედვით კონკრეტული რაოდენობის ქულები, ან მათზე მეტი უნდა დააგროვონ. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება დადასტურებულად პირის კომპეტენცია.
ჯამურად, აპლიკანტმა ქულათა 60% და მეტი უნდა დააგროვოს, რომ 10 კრედიტი მიიღოს და გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვალოს. საგნებისა და ზოგიერთ შემთხვევაში კლასების მიხედვით კი სხვადასხვა რაოდენობის ქულებია განსაზღვრული.
მინიმალური ზღვარი საგნებისა და კლასების მიხედვით
ქართული ენისა და ლიტერატურის (მე–7 – მე–12 კლასები); გეოგრაფიის (მე–7 – მე–12) კლასები; ისტორიის (მე–7 – მე–12 კლასები); ბიოლოგიის (მე–7 – მე–12 კლასები); ქიმიის (მე–7 – მე–12 კლასები); ფიზიკის (მე–7 – მე–12) კლასები; მათემატიკის (მე–7 – მე–12 კლასები); უცხოური ენების (1–ლი – მე–12 კლასები); სამოქალაქო განათლების (მე–7 – მე–12 კლასები); ქართულის, როგორც მეორე ენის (1–ლი – მე–12 კლასები); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (1–ლი – მე–9 კლასები); მუსიკის (1–ლი – მე–9 კლასები); სპორტის (1–ლი – მე–12 კლასები); ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6) კლასები; ქართული ენა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6 კლასები); მათემატიკის (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6 კლასები); ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბინებისმეტყველების (1–ლი – მე–4 კლასები) საგნის გამოცდაში და ასევე, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აპლიკანტმა იმისთვის, რომ საგნის გამოცდები ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%–ზე მეტი. კერძოდ:
Subscribe to:
Posts (Atom)

