ეს არის სისტემა, რომელიც აკონტროლებს ნაგებობაზე ბზარების მდგომარეობას, აკვიდრება ბიძგებს, ამინდს, მიღებულ ინფორმაციას კი ერთ ადგილას უყრის თავს. რაც შეეხება კრიტიკულ და საფრთხის შემცველ შემთხვევებს, ასეთ დროს, სისტემა დაუყონებლივ აგზავნის ინფორმაციას შესაბამის სპეციალისტთან.„ედისონის“ გუნდმა ამ იდეის დამუშავების შედეგად შექმნა პროტოტიპი, რომლის ტესტირებაც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ლაბორატორიულ პირობებში. პროცესმა უამრავი ხარვეზი გამოავლინა, რაც ეტაპობრივად აღმოიფხვრა და შეიქმნა პროდუქტი, რომელიც მზად იყო გელათის ტაძარზე დასამონტაჟებლად. „ედისონის“ ცნობით, ახლა პროდუქტი მზადაა წარმოებისთვის, რათა სხვა ძეგლებზეც მოხდეს მისი დამონტაჟება.
კომპანია „ედისონი“ 2 წელია, რაც Hardware და Software მიმართულებით ფუნქციონირებს. „იდეა რატომაც ედისონი დავაფუძნეთ არის ის რაზეც ყველა ერთხმად ვთანხმდებით: ვერცერთი ბიზნესი ვერ განვითარდება, თუ არ დანერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს. გელათის სამონასტრო კომპლექსისთვის შექმნილი მონიტორინგის სისტემა ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც ისეთი ორგანიზაციები უჭერდნენ მხარს, როგორიცაა: იუნესკო, ამერიკის საელჩო, მსოფლიო ბანკი და ა.შ.“, – გვიყვება გივი ბერიძე, „ედისონის“ დამფუძნებელი. მისივე თქმით, კომპანია ბევრი მიმართულებით მოღვაწეობს (Web Development, Android/iOs Applications, 3D Modeling.), თუმცა, უფრო Hardware მიმართულებით გამოირჩევა, რაც პლატების დიზაინს, მიკროკონტროლერების დაპროგრამებასა და ჭკვიანი სისტემების მოწყობილობების შექმნას მოიცავს.
No comments:
Post a Comment