ჩემს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ბლოგის მთავარი მიზანი და აუცილებლობა იმაში მდგომარეობს, რომ მინდოდა ფართო მაშტაბით გამევრცელებინა ჩემი ნამუშევრები და შეგროვილი მასალა, რომელიც ეხება სწავლა-სწავლების პროცესს. როგორც ვიცით ინტერნეტს ფართო მომხმარებელი ჰყავს და მათ ეძლევათ საშუალება მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებით გამოაქვეყნონ ინფორმაცია, რომლის გაზიარება სურთ სხვა ადამიანებთან; მეც მომეცა ამის საშუალება, რათა ჩემი ინფორმაცია განმეთავსებინა ბლოგზე და მიმეღო უკუკავშირი კოლეგებისგან, თანამშრომლებისგან, ბლოგერებისგან, თუ რამდენად სასარგებლო და გამოსადეგია აღნიშნული მასალები განვითარებისათვის, გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანი მეთოდია ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისთვის და მითუმეტეს პედაგოგისთვის, რადგან სწორედ ამ უკუკავშირებით და საუბრებით მიმდინარეობს რეალური სწავლა-სწავლების პროცესები.
ადამიანები აქტიურად აკვირდებიან და აანალიზებენ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას და ამის გაკეთებას ადვილად ახდენენ საგანმანათლებლო ბლოგის წარმოებისას.
ბლოგი მოიცავს ვრცელ, განზოგადოებულ, ასევე კონკრეტულ, არსებით ინფორმაციასა და განსაზღვრებებს საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით, ამიტომ მეტად მნიშვნელოვნად ჩავთვალე შემექმნა იგი, სადაც განვათავსე კატეგორიებად დაყოფილი მნიშვნელოვანი ვებ-გვერდების ჩამონათვალი, რაც საინტერესოს და მიმზიდველს ხდის როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად და მკითხველს ვებ-გვერდზე ნავიგაციას უადვილებს.
აქვე წარმოგიდგენთ გამოკითხვას, რომელიც მიაწვდის მომხმარებელს ვრცელ ინფორმაციას, თუ რას ფიქრობენ საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომების, პრობლემების შესახებ. კითხვები ჩემი აზრით არის ობიექტური, მიუკერძოებელი და მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების პრობლემებთან დაკავშირებით რაც შეიძლება მოსაზრების შეგროვებას.
ძალაინ დამეხმარებით ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე თქვენს მიერ მოწოდებული შესაბამისი პასუხებით.
წინასწარ დიდი მადლობა..

- როგორ და რა გზებითაა შესაძლებელი მოსწავლეებში ეფექტიანი სწავლების გაუმჯობესება?
- როგორ გავლენას მოახდენს ინოვაციური ტექნოლოგიური სწავლება ზოგადად მოსწავლეებზე.
- იწვევს თუ არა ცვლილებებს მოსწავლეთა თვითშეფასებაში, პასუხისმგებლობასა და ურთიერთდამოკიდებულებაში თანამშრომლობითი სწავლება.
- რას ნიშნავს მშობელთა წარმატებული ჩართულობა და რა არის წარმატებული ჩართულობის ბარიერი?
- რამდენად მნიშვნელოვანი რესურსი იქნება მკითხველისთვის ჩემს მიერ შექმნილ ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია?
- თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში კოლეგის კრიტიკულობა და პედაგოგის თვითკრიტიკულობა რამდენად მნიშვნელოვანი სტრატეგიებია სწავლა-სწავლების ეფექტიანობისთვის?
ძალაინ დამეხმარებით ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე თქვენს მიერ მოწოდებული შესაბამისი პასუხებით.
წინასწარ დიდი მადლობა..
No comments:
Post a Comment