Monday, October 1, 2018

მთავარი

ჩემს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ბლოგის მთავარი მიზანი და აუცილებლობა იმაში მდგომარეობს, რომ მინდოდა ფართო მაშტაბით გამევრცელებინა ჩემი ნამუშევრები და შეგროვილი მასალა, რომელიც ეხება სწავლა-სწავლების პროცესს. როგორც ვიცით ინტერნეტს ფართო მომხმარებელი ჰყავს და მათ ეძლევათ საშუალება მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებით გამოაქვეყნონ ინფორმაცია, რომლის გაზიარება  სურთ სხვა ადამიანებთან; მეც მომეცა ამის საშუალება, რათა ჩემი ინფორმაცია განმეთავსებინა ბლოგზე და მიმეღო უკუკავშირი კოლეგებისგან, თანამშრომლებისგან, ბლოგერებისგან, თუ რამდენად სასარგებლო და გამოსადეგია აღნიშნული მასალები განვითარებისათვის, გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანი მეთოდია ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისთვის და მითუმეტეს პედაგოგისთვის, რადგან სწორედ ამ უკუკავშირებით და საუბრებით მიმდინარეობს რეალური სწავლა-სწავლების პროცესები.
ადამიანები აქტიურად აკვირდებიან და აანალიზებენ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას და ამის გაკეთებას ადვილად ახდენენ საგანმანათლებლო ბლოგის წარმოებისას.
ბლოგი მოიცავს ვრცელ, განზოგადოებულ, ასევე კონკრეტულ, არსებით ინფორმაციასა და განსაზღვრებებს საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით, ამიტომ მეტად მნიშვნელოვნად ჩავთვალე შემექმნა იგი, სადაც განვათავსე კატეგორიებად დაყოფილი მნიშვნელოვანი ვებ-გვერდების ჩამონათვალი, რაც საინტერესოს და მიმზიდველს ხდის როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად და მკითხველს ვებ-გვერდზე ნავიგაციას უადვილებს.



აქვე წარმოგიდგენთ გამოკითხვას, რომელიც მიაწვდის მომხმარებელს ვრცელ ინფორმაციას, თუ რას ფიქრობენ  საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომების, პრობლემების შესახებ. კითხვები ჩემი აზრით არის ობიექტური, მიუკერძოებელი და მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების პრობლემებთან დაკავშირებით რაც შეიძლება მოსაზრების შეგროვებას.

  • როგორ და რა გზებითაა შესაძლებელი მოსწავლეებში ეფექტიანი სწავლების გაუმჯობესება?
  • როგორ გავლენას მოახდენს ინოვაციური ტექნოლოგიური სწავლება ზოგადად მოსწავლეებზე.
  • იწვევს თუ არა ცვლილებებს მოსწავლეთა თვითშეფასებაში, პასუხისმგებლობასა და ურთიერთდამოკიდებულებაში თანამშრომლობითი სწავლება.
  • რას ნიშნავს მშობელთა წარმატებული ჩართულობა და რა არის წარმატებული ჩართულობის ბარიერი?
  • რამდენად მნიშვნელოვანი რესურსი იქნება მკითხველისთვის ჩემს მიერ შექმნილ ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია?
  • თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში კოლეგის კრიტიკულობა და პედაგოგის თვითკრიტიკულობა რამდენად მნიშვნელოვანი სტრატეგიებია სწავლა-სწავლების ეფექტიანობისთვის?


ძალაინ დამეხმარებით ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე თქვენს მიერ მოწოდებული შესაბამისი პასუხებით.
წინასწარ დიდი მადლობა..

Tuesday, May 15, 2018

რა ვქნათ მაშინ, როცა თანამშრომელთან მეგობრობა ემოციურად გვღლის

ერთ-ერთ სტატიაში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლებს შორის მეგობრობა პოზიტიურად აისახებაკომპანიის მიზნებზე. თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა მეგობრობა ხელს უშლის სამუშაოს შესრულებას? როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ პრობლემა უმტკივნეულოდ მოვაგვაროთ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობა სამუშაოს საზღვრებს სცილდება?

ექსპერტები ამბობენ:
ემპათია ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაში გვეხმარება. თუმცა, არსებობს ზღვარი, რომელიც უნდა გაავლო შენს კარიერულ მისწრაფებებსა და თანამშრომელთა პრობლემების გაზიარებას შორის. იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი შენს ენერგიაზე ნეგატიურად მოქმედებს და პროდუქტიულობას ამცირებს, გვეუბნება სიუზან დევიდი  „ემოციური სიმარჯვის“ ავტორი, „უნდა იმოქმედო, რომ ასეთი ურთიერთობა დასრულდეს“. პენსილვანიის უნივერსიტეტის სტიპენდიატი და მკვლევარი, ანი მაკკი, ავტორი წიგნისა, „როგორ ვიყოთ სამსახურში ბედნიერები“ ამბობს: „კარგად ჟღერს, რომ იყო ემპათიური, თუმცა ის მძიმე ვალდებულებად არ უნდა იქცეს“.

Wednesday, September 20, 2017

ქართული ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც გელათის მონასტერს „იცავს“


2010 წელს, გელათის მონასტერი UNESCO-ს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. 2014 წლიდან კი დაიწყო ძეგლის დაცვის რეალური გზების ძიება. მსოფლიო პრაქტიკაში, მსგავს სიტუაციებში ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ქართულ ბაზარზეც შესაძლებელი გახდა ისეთი კომპანიის პოვნა, რომელიც გელათის მონასტერზე მორგებულ ტექნოლოგიურ პროდუქტს შექმნიდა. პროდუქტს, რომელიც სპეციალისტებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეატყობინებდა. დღეისათვის, გელათის მონასტერს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ქართული კომპანია „ედისონის“ მიერ შექმნილი მონიტორინგის სისტემა „იცავს“.