ბრეინშტორმინგი იდეების გენერირების საუკეთესო მეთოდი და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. მისი პრინციპი კი ძალიან მარტივია – პედაგოგი მოსწავლეებს სთხოვს იფიქრონ კონკრეტულ საკითხთან თუ საგანთან დაკავშირებულ ყველა კონცეფციაზე. თავდაპირველად მოსწავლემ შეიძლება, გითხრათ, რომ პასუხი არ იცის, თუმცა ამ დავალებას არ აქვს სწორი პასუხი. თქვენი მიზანია მოსწავლეებს დაუსვათ ისეთი კითხვები, რომლებიც ბავშვებს აზროვნებას „აიძულებს“ და მეხსიერებასაც გაავარჯიშებინებს.
Tuesday, April 30, 2019
Tuesday, April 16, 2019
ქართველი მასწავლებელი მსოფლიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა
საქართველოში წლის საუკეთესო მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ მიიღო შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონკურსში, რომლის მთავარი პრიზი ერთი მილიონი დოლარია.
Thursday, January 17, 2019
ხანდახან მასწავლებლებიც ტირიან
შენ, რომელმაც ახლა ეს სტატია გახსენი და კითხვა დაიწყე, მინდა გითხრა, რომ ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდნელი ბედნიერებებითა და თავს დატეხილი სიურპრიზებით, რომ თუ კი მასწავლებელი ხარ და ეს შენი ცხოვრების წესია, ნუ გამიჯნავ მას რეალური ცხოვრებისგან და შენს მოსწავლეებს დაანახე, რომ ცხოვრება სევდიანიც შეიძლება იყოს, ხან მხიარულიც, ხან უცნაურიც, ხან იდუმალიც, რომ ცხოვრება ჭრელია და მთავარია, ამ სიჭრელეში ჩვენი ფერის პოვნა შევძლოთ. რომ დაცემის გარეშე ვერ ავდგებით, ამიტომ დაცემა ზოგჯერ საჭიროც კია.
ნუ დაუმალავ, იმას რომ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში დგება რაღაც ძალიან განსაკუთრებული და მტკივნეული მომენტები, როდესაც ჩვენთვის ცრემლები ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, როდესაც სამყაროსგან განდგომა ყველაფერს გვირჩევნია, ვიკრებთ უკანსაკნელ ძალებს, უკან ვიბრუნებთ ცრემლებს, ტკივილს გულში ვიქვავებთ, ვდგებით და მივდივართ.
მივდივართ მათთან, რადგან გვახსოვს, რომ ისინი ჩვენ გველოდებიან.
იმიტომ რომ ჩვენ მასწავლებლები ვართ.
Tuesday, November 13, 2018
სკოლის მოსწავლემ გაკვეთილებზე დასწრებაზე უარი თქვა, რის გამოც ის ნობელის პრემიაზე წარადგინეს – დეტალები
2018 წლის აგვისტოში, შვედმა მოსწავლემ გრეტა ტუნგბერგმა სტოკჰოლმის პარლამენტის წინ ერთკაციანი აქცია მოაწყო. მან განაცხადა, რომ პარასკევ დღეს სკოლაში მანამ არ ივლიდა, სანამ მთავრობა „პარიზის შეთანხმების“ პირობების შესრულებას არ დაიწყებდა. აღნიშნული დებულება დედამიწის კლიმატის მგდომარეობას ეხება და მისი მიზანი გლობალურ დათბობასთან ბრძოლაა. მოსწავლე მსოფლიოს მასშტაბით მაშინვე გახდა ცნობილი და მას ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ავსტარალიის 400-მდე ქვეყნის მოსწავლეები შეუერთდნენ. გრეტა ტუნბერგი კი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
უცხოური გამოცემები მოგვითხრობენ მოსწავლეზე, რომელიც სამყაროს ამ წუთებშიც ცვლის.
Monday, October 1, 2018
მთავარი
ჩემს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ბლოგის მთავარი მიზანი და აუცილებლობა იმაში მდგომარეობს, რომ მინდოდა ფართო მაშტაბით გამევრცელებინა ჩემი ნამუშევრები და შეგროვილი მასალა, რომელიც ეხება სწავლა-სწავლების პროცესს. როგორც ვიცით ინტერნეტს ფართო მომხმარებელი ჰყავს და მათ ეძლევათ საშუალება მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებით გამოაქვეყნონ ინფორმაცია, რომლის გაზიარება სურთ სხვა ადამიანებთან; მეც მომეცა ამის საშუალება, რათა ჩემი ინფორმაცია განმეთავსებინა ბლოგზე და მიმეღო უკუკავშირი კოლეგებისგან, თანამშრომლებისგან, ბლოგერებისგან, თუ რამდენად სასარგებლო და გამოსადეგია აღნიშნული მასალები განვითარებისათვის, გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანი მეთოდია ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისთვის და მითუმეტეს პედაგოგისთვის, რადგან სწორედ ამ უკუკავშირებით და საუბრებით მიმდინარეობს რეალური სწავლა-სწავლების პროცესები.
ადამიანები აქტიურად აკვირდებიან და აანალიზებენ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას და ამის გაკეთებას ადვილად ახდენენ საგანმანათლებლო ბლოგის წარმოებისას.
ბლოგი მოიცავს ვრცელ, განზოგადოებულ, ასევე კონკრეტულ, არსებით ინფორმაციასა და განსაზღვრებებს საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით, ამიტომ მეტად მნიშვნელოვნად ჩავთვალე შემექმნა იგი, სადაც განვათავსე კატეგორიებად დაყოფილი მნიშვნელოვანი ვებ-გვერდების ჩამონათვალი, რაც საინტერესოს და მიმზიდველს ხდის როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად და მკითხველს ვებ-გვერდზე ნავიგაციას უადვილებს.
აქვე წარმოგიდგენთ გამოკითხვას, რომელიც მიაწვდის მომხმარებელს ვრცელ ინფორმაციას, თუ რას ფიქრობენ საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომების, პრობლემების შესახებ. კითხვები ჩემი აზრით არის ობიექტური, მიუკერძოებელი და მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების პრობლემებთან დაკავშირებით რაც შეიძლება მოსაზრების შეგროვებას.
ძალაინ დამეხმარებით ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე თქვენს მიერ მოწოდებული შესაბამისი პასუხებით.
წინასწარ დიდი მადლობა..
ადამიანები აქტიურად აკვირდებიან და აანალიზებენ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას და ამის გაკეთებას ადვილად ახდენენ საგანმანათლებლო ბლოგის წარმოებისას.
ბლოგი მოიცავს ვრცელ, განზოგადოებულ, ასევე კონკრეტულ, არსებით ინფორმაციასა და განსაზღვრებებს საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით, ამიტომ მეტად მნიშვნელოვნად ჩავთვალე შემექმნა იგი, სადაც განვათავსე კატეგორიებად დაყოფილი მნიშვნელოვანი ვებ-გვერდების ჩამონათვალი, რაც საინტერესოს და მიმზიდველს ხდის როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად და მკითხველს ვებ-გვერდზე ნავიგაციას უადვილებს.
აქვე წარმოგიდგენთ გამოკითხვას, რომელიც მიაწვდის მომხმარებელს ვრცელ ინფორმაციას, თუ რას ფიქრობენ საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომების, პრობლემების შესახებ. კითხვები ჩემი აზრით არის ობიექტური, მიუკერძოებელი და მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების პრობლემებთან დაკავშირებით რაც შეიძლება მოსაზრების შეგროვებას.
- როგორ და რა გზებითაა შესაძლებელი მოსწავლეებში ეფექტიანი სწავლების გაუმჯობესება?
- როგორ გავლენას მოახდენს ინოვაციური ტექნოლოგიური სწავლება ზოგადად მოსწავლეებზე.
- იწვევს თუ არა ცვლილებებს მოსწავლეთა თვითშეფასებაში, პასუხისმგებლობასა და ურთიერთდამოკიდებულებაში თანამშრომლობითი სწავლება.
- რას ნიშნავს მშობელთა წარმატებული ჩართულობა და რა არის წარმატებული ჩართულობის ბარიერი?
- რამდენად მნიშვნელოვანი რესურსი იქნება მკითხველისთვის ჩემს მიერ შექმნილ ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია?
- თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში კოლეგის კრიტიკულობა და პედაგოგის თვითკრიტიკულობა რამდენად მნიშვნელოვანი სტრატეგიებია სწავლა-სწავლების ეფექტიანობისთვის?
ძალაინ დამეხმარებით ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე თქვენს მიერ მოწოდებული შესაბამისი პასუხებით.
წინასწარ დიდი მადლობა..
Tuesday, May 15, 2018
რა ვქნათ მაშინ, როცა თანამშრომელთან მეგობრობა ემოციურად გვღლის
ერთ-ერთ სტატიაში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლებს შორის მეგობრობა პოზიტიურად აისახებაკომპანიის მიზნებზე. თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა მეგობრობა ხელს უშლის სამუშაოს შესრულებას? როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ პრობლემა უმტკივნეულოდ მოვაგვაროთ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობა სამუშაოს საზღვრებს სცილდება?
ექსპერტები ამბობენ:
ემპათია ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაში გვეხმარება. თუმცა, არსებობს ზღვარი, რომელიც უნდა გაავლო შენს კარიერულ მისწრაფებებსა და თანამშრომელთა პრობლემების გაზიარებას შორის. იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი შენს ენერგიაზე ნეგატიურად მოქმედებს და პროდუქტიულობას ამცირებს, გვეუბნება სიუზან დევიდი – „ემოციური სიმარჯვის“ ავტორი, „უნდა იმოქმედო, რომ ასეთი ურთიერთობა დასრულდეს“. პენსილვანიის უნივერსიტეტის სტიპენდიატი და მკვლევარი, ანი მაკკი, ავტორი წიგნისა, „როგორ ვიყოთ სამსახურში ბედნიერები“ ამბობს: „კარგად ჟღერს, რომ იყო ემპათიური, თუმცა ის მძიმე ვალდებულებად არ უნდა იქცეს“.
Wednesday, September 20, 2017
ქართული ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც გელათის მონასტერს „იცავს“
Subscribe to:
Posts (Atom)

